კომპანიის სიახლე
Wox ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების ნომინანტია
Wox ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2026 წლის ნომინანტია კატეგორიაში Best AI Solution in Tourism. ხმის მიცემა უკვე დაწყებულია.

მოხარულები ვართ, რომ Wox წარდგენილია ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების 2026 წლის ნომინაციაში — Best AI Solution in Tourism.
ჩვენ ვქმნით რესტორნების მართვის თანამედროვე სისტემას, რომელიც აერთიანებს POS-ს, მარაგების მართვას, საოპერაციო პროცესებსა და AI-ზე დაფუძნებულ შესაძლებლობებს.
ეს ნომინაცია ჩვენთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოტივაციაა, გავაგრძელოთ ქართული სტუმარმასპინძლობის ინდუსტრიის განვითარება ტექნოლოგიების დახმარებით.
გამარჯვებულები 28 ოქტომბერს, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების მე-11 ცერემონიაზე გამოცხადდებიან.
თქვენი მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ხმა მიეცით Wox-ს ნომინაციაში Best AI Solution in Tourism.
გმადლობთ, Wox-ის გუნდი

